დამთავრდა ჩვენი ტრენინგი.სიტყვები არ მყოფნის კმაყოფილების გამოსახატავად.გავიცანი არაჩვეულებრივი პედაგოგები. გავიღრმავე ცოდნა და რაც მთავარია ხალისი და შემართება მომემატა.
და რაც მთავარია, გავიცანი ძალიან ძვირფასი ტრენერი,ქალბატონი ქეთი.
დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის იყო დატვირთული და პროდუქტიული.
1 გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმის ფორმას.
2 ვისწავლეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის შექმნა.
3 პრეზენტაციის გადატანა ბლოგში.
დღეს ვისწავლეთ:
სასწავლო პროექტების დაგეგმვა;
სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის;
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა;
ბლოგის გვერდების შექმნა.
როგორც ყოველთვის, დღევანდელი დღეც ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო.
დღეს ვნახეთ მზა შაბლონები,შემდეგ დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი,რომელიც დაინტერესებულ პირებს აუხსნის ჩვენი პროექტის მნიშვნელობას.ვისწავლეთ ვორდში პუბლიკაციების შექმნა. ეს დღეც ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.გული მწყდება,ხუთდღიანი შუალედები რომ გვაქვს მეცადინეობიდან-მევცადინეობამდეnaec.ge.
გავეცანით ინტელის სასწავლო კურს და მის ძირითად მასალებს,პროექტებით სწავლების უპირატესობასა და შეშეფასების რუბრიკებს.შევქმენით პროექტის საქარალდე,ვისწავლეთ ფაილების შენახვა და გადაგზავნა ინტერნეტით;გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს. ტრენინგი მიმდინარეობდა არაჩვეულებრივ, თბილ და მყუდრო გარემოში,მოვიხიბლე ტრენერის,ქალბატონ ქეთევანის, პიროვნებით.იგი არაჩვეულებრივი,კომუნიკაბელური და თბილია.ვთვლი,რომ ეს სღე ჩემთვის იყო პროდუქტიული.